07 აგვისტო 2026,   03:25
ვრცლად
"მურთაზის და პაატას საქმეში ჩადებულია Fake ჩანაწერები" - მურთაზ ზოდელავას ადვოკატი ბექა ბასილაია

ჰქონდა თუ არა პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძემ გამოძიების ამ კითხვას არ უპასუხა. მიზეზად სახელდება ის, რომ, შესაძლოა, პასუხები ბურჭულაძის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. როგორც "კურიერთან" ინტერვიუში მისი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულმა გამოკითხვის დროს პასუხი გასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების კითხვებს, თუმცა ადვოკატები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, "კურიერი" ასევე, ცოტა ხნის წინ ესაუბრა მის ადვოკატს. ბექა ბასილაია განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებზე ბრალდებულს შეუძლია საერთოდ არ ისაუბროს.

"მურთაზის და პაატა საქმეში ჩადებული არის Fake ჩანაწერები. შესაბამისად, ნებისმიერი რამე, რაც საქმეში დევს, იმასთან დაკავშირებით ბრალდებულს შეუძლია არ ისაუბროს. Fake-ი რომ იყო ეგ ვთქვით და მორჩა," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაშიც." პარტიაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაია პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობდა და, შესაბამისად, პაატა ბურჭულაძესაც არ გაუჭირდებოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

"დარწმუნებული ვარ რთული საპასუხო ბატონი პაატასთვისაც ეს კითხვა არ იქნება. კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, ყველამ იცის, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ გახლავთ. მუდმივად ახასიათებს ხოლმე "ქოცებს" ის, რომ ნებისმიერ პროცესს აბრალებენ წინა ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც თავის დროზე იყვნენ ხელისუფლებაში.

თამარ ჩერგოლეიშვილი რას განაცხადებს, ნამდვილად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი. ეს ადამიანი მუდმივად თათხავს და ლანძღავს "ნაციონალურ მოძრაობას." ყველა მის განცხადებაზე სერიოზულად რომ ვიმსჯელოთ, მე მგონია, რომ არაადეკვატური. "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ იქნებოდა დაპირისპირება, იმიტომ, რომ კავშირი ამ ადამიანს ჩვენს პარტიასთან არ გააჩნია," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

დღის ამბები