19 ოქტომბერს, თბილისი პირველად მასპინძლობს "პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს". სპეციალურად ფესტივალისათვის თბილისს სტუმრობენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. ფესტივალი აერთიანებს ორ ტურნირს, სადაც უცხოელი და ადგილობრივი წყვილები იასპარეზებენ.
გამარჯვებულებს „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასი გადაეცემათ“.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია.