სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ მრბოლელებს "ევრონასკარის" ევროპის სერიებზე მიღწეული წარმატება მიულოცა. დავით ქაჯაიამ და სანდრო თავართქილაძემ "ევრონასკარზე" სამინისტროს მხარდაჭერით პირველად იასპარეზეს.
დავით ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა, სანდრო თავართქილაძემ კი ღია კატეგორიაში ასპარეზობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. ევროპის სერიები შვიდი რბოლისგან შედგებოდა.