07 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
"ეროვნული გმირი" - წყალტუბოში, პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

წყალტუბოში, პარლამენტის მიერ ინიცირებული პროექტის - "ეროვნული გმირის" პრეზენტაცია გაიმართა. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ახალგაზრდები ესწრებოდნენ, საუბარი ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებას და მოღვაწეობას შეეხო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელმაც პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტი "გმირის დღე", როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას და ბავშვებსა და მოზარდებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ისტორიულ პირებს, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია კონკრეტულ რეგიონთან.

პროექტი "გმირის დღე" სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. ინიციატივა ეტაპობრივად გაგრძელდება და ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

დღის ამბები