07 აგვისტო 2026,   03:17
ვრცლად
ძლიერი დრამატურგია, გასაოცარი სანახაობა, სარისკო მოძრაობები და მკაცრი დისციპლინა - მსოფლიო ლეგენდა ვიქტორ და სილვა საქართველოშია

ძლიერი დრამატურგია, გასაოცარი სანახაობა, სარისკო მოძრაობები და მკაცრი დისციპლინა... მსოფლიო ლეგენდა საქართველოშია.

გიყვებით კაცზე, რომელმაც ცეკვით მაყურებელი მოაჯადოვა.

სამხრეთ აფრიკიდან პორტუგალიამდე, სცენიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე - გზა მრავალი დაცემით, მერე გამარჯვებით და ასე, დაუსრულებლადო გრძელდება.

ვიქტორ და სილვას მოძრაობები სცენაზე მოთხრობილი ისტორიებია, ისტორიები სიყვარულზე, ტკივილზე, ხელახლა დაბადებაზე, გამარჯვებაზე... გულიდან წამოსული ემოცია ცეკვად აქცია.

მსოფლიო ოთხგზის ჩემპიონი, ქორეოგრაფი, შოუ არტისტი, რომელმაც ლათინური და ექსპოზიციური ცეკვის სამყაროში ახალი კარი შეაღო, ბლექპულის, მილენიუმის, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატების პრიზიორი. ვარსკვლავური წარმატება და უბრალოება... მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღემდე არა პრიზები, არამედ გრძნობებია. წამი, როცა სცენა შეშდება და მაყურებლის სუნთქვა ჩერდება.

საქართველოში პირველადაა, სპეციალური მისიით ჩამოვიდა - ქარიზმით, უსაზღვრო ენერგიით, სცენა უნდა დაიპყროს, მაყურებელი დაიმორჩილოს.

დღეს, პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა ეპიცენტრი თბილისია. საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი. ფესტივალი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

ნამდვილი ხელოვნება პროფესიონალიზმითა სულიერების შერწყმით იბადება. საოცნებო ლეგენდასთან შეხვედრის ხილული თუ უხილავი გამოცდილების გაზიარება კი დაუვიწყარ ემოციად, მთავარ მოტივაციად დარჩებათ მათ, ვინც ახლა იწყებს.

დღის ამბები