დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი. ახალი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.