"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ხვალ, 23 ოქტომბერს, მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჩატარდება აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 23 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ოქტომბერს, დღის 12:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსისა და ჟვანიას ქუჩებზე, ასევე გოგებაშვილის, რჩეულიშვილის და ჯაფარიძის ქუჩებზე ჩიხებითა და შესახვევებით.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინებით აცნობებს. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და ვებგვერდზე www.gwp.ge," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.