საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმეზე დაკავებული 2 პირის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოში, ბათუმის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა ორმა პირმა შემოიტანა.
ამოღებულია 250 კილოგრამი "ჰეროინი", რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე 80 მილიონ ლარამდეა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად იყო მოთავსებული. საქმეზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ.