საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაკითხეს მოწმეები. რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მიქაუტაძე სამართალდამცველებმა 20 ივნისს დააკავეს.
"მოწმემ ცალსახად განაცხადა, რომ საბოლოო ეტაპამდე სანამ მივიდოდა გადაწყვეტილება, მთავრობასთან სანამ მივიდოდა ეს პროექტი, მანამდე ამ პროექტს დეტალურად ამოწმებდა ეკონომიკის სამინისტრო, - ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს შესაბამის დასკვნას. ეს დასკვნა რომ ყოფილიყო უარყოფითი, ამ პროექტს ვერანაირად ვერავინ ვერ გაიტანდა. გარდა ამისა, მან ახსნა დეტალურად, რომ ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ხდება სხვადასხვა ნებართვების მიღება სხვადასხვა მომიჯნავე უწყებებიდან, მათ შორის, იმ უწყებებიდან, რომლებსაც თანამდებობრივად კურაციას უწევს რომეო მიქაუტაძე. სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დაადასტურეს ის ჩვენებები, რაც მისცეს გამოძიების დროს," - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.