07 აგვისტო 2026,   01:09
ვრცლად
ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერა, ახალი ემოციების მიღება და ცოდნის გაზიარება - "გვესმოდეს ერთმანეთის", ასე ჰქვია აფხაზი მხატვრის ნიკა ემუხვარის სახელობის ფესტივალს

"გვესმოდეს ერთმანეთის" - ნიკა ემუხვარის სახელობის ხელოვნების ფესტივალი დღეს კულტურის ცენტრ "მუზაში" გაიხსნა. გამოფენის ფარგლებში, ახალგაზრდა მხატვრების 80-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ორი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი ქართველი მხატვარი, ნიკა ემუხვარი, წარმოშობით სოხუმიდან იყო, ამიტომაც, მის შემოქმედებაში აფხაზეთის თემატიკას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სწორედ ამ პრინციპით ფესტივალის წლევანდელი თემაც: აფხაზურ- ქართული ურთიერთობები და სიყვარული - ამ კონცეფციაზე ააგეს ორგანიზატორებმა ექსპოზიცია.

ნიკა ემუხვარის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსთან ერთად, მათ შორის, კანადაში, რუსეთში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში და ისრაელში. მას ჰქონდა არაერთი პერსპონალური გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ექსპოზიციაზე დღეს დამთვალიერებელმა ნახა ფერწერული, გრაფიკული, ციფრული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. წელსაც ფესტივალის მთავარი გზავნილი იყო ის იდეები, რომლებიც ნიკა ემუხვარის შემოქმედების მთავარი ხაზია. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი საკუთარი ნამუშევრების ფართო მასებისთვის გაცნობას შეძლებენ.

დღის ამბები