10 აგვისტო 2026,   07:29
ვრცლად
ისტორიაში პირველად, თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა

ისტორიაში პირველად, თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

ღონისძიებას სპორტის მინისტრი დაესწრო. საზოგადოებას შალვა გოგოლაძესთან ერთად სიტყვით მიმართეს მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტმა ბილალ ერდოღანმა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ ხუბულურმა. ჩემპიონატში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.

ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი მონღოლი სპორტსმენი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა.

 

დღის ამბები