10 აგვისტო 2026,   02:04
ვრცლად
თბილისი ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირის მასპინძელია, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონის ტიტული გიორგი ურუშაძემ მოიპოვა

თბილისი ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირის მასპინძელია, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი ურუშაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე 15:5 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ამავე ტურნირზე, ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ქალთა გუნდი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობას, ანასტასია ასათიანმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული, ხოლო თეკლა კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

 
დღის ამბები