06 აგვისტო 2026,   23:51
ვრცლად
სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა

სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა.

დოკუმენტში შესრულია იმ პირთა ჩამონათვალიც, ვისთვისაც მმართველი გუნდი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა.

საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად აუცილებელია.

დღის ამბები