თბილისში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფა კრწანისის რაიონში, აბანოს ქუჩა 23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი ცხოვრობდა.
ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი, ლოტბარი და მომღერალი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი. მას მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.