წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რეკრუტები სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ.
მე-4-ე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელები აღმოსავლეთ სარდლობის შემადგენლობაში 6 თვე ყოველდღიურად მსახურობენ. საბრძოლო ქვედანაყოფში ისინი გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოამზადეს.