გელათის მონასტრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო მისიით მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი იმყოფება.
საკონსერვაციო პროგრამა ორი ფაზისგან შედგება და სამუშაოების დროს პრევენციული კონსერვაციას, მოზაიკის კომპოზიციის სრული საკონსერვაციო სამუშაოებსა და რესტავრაციის სრული პროექტის შემუშავებას გულისხმობს.
პროექტის განხორციელება ეტაპობრივადაა დაგეგმილი 2026წლის აპრილის ბოლომდე, რაც მოზაიკის დამცავი კონსტრუქციის დამონტაჟებით დასრულდება. პარალელურად, გრძელდება ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამაც.