საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. გამოჰკითხეს ბრალდების მხარის 3 მოწმე. ჩვენება მისცეს მიქაუტაძის ყოფილმა მძღოლმა და მეგობარმა.
პროკურატურა მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ის 20 ივნისს დააკავეს.