10 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
გორში ფეხბურთელ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

გორში ფეხბურთელ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი "თბილისის ლოკომოტივი" გახდა.

ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენებიც, რომლებიც თენგიზ ბურჯანაძის ოჯახის წევრებმა, საფეხბურთო კლუბ "გორის" წარმომადგენლებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და გორის მერმა დააჯილდოვა.

დღის ამბები