10 აგვისტო 2026,   00:45
ვრცლად
სამების საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი, "იუბილე 2025-ის" ფარგლებში, რომსა და ფლორენციაში სოლო კონცერტებს გამართავს

სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ქართული სიმღერა პირველად გაჟღერდება - "იუბილე 2025-ის" ფარგლებში, სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი, რომსა და ფლორენციაში სოლო კონცერტებს გამართავს.

ღონისძიებები, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 23 ნოემბერს რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარში, ხოლო 25 ნოემბერს ფლორენციაში, სან ლორენცოს ტაძარში გაიმართება. გუნდს გიორგი დონაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი უხელმძღვანელებენ, მოწვეული სოლისტები კი, იანო ალიბეგაშვილი და ზვიად ბოლქვაძე იქნებიან.

"იუბილე 2025" კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი საზეიმო მოვლენაა, რომელიც ყოველ 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება 2026 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები