07 აგვისტო 2026,   00:44
ვრცლად
ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა "დედიკას გალერეაში" - თანამედროვეობის ცნობილი მხატვრის გამოფენის კონცეფცია სიყვარულია

ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა "დედიკას გალერეაში" - თანამედროვეობის ცნობილი მხატვრის გამოფენის კონცეფცია სიყვარულია, რომელიც ორ ადამიანს შორის ჰარმონიას ქმნის და მარტოობას უპირისპირდება.

გამოფენის სათაური 1987 წელს შესრულებულ "ევას" უკავშირდება, რომელიც ტიმჩენკოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდის ნამუშევარია.

ტილოები დამთვალიერებელს მხატვრის კიდევ ერთ გამოფენას, "პუნქტუმს" მოაგონებს, თუმცა, ეს მხოლოდ ანატომიური მსგავსებაა პერსონაჟებს შორის.

 

ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 28 ნოემბრის ჩათვლით, "დედიკას გალერეაში" შეუძლია.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები