07 აგვისტო 2026,   00:52
ვრცლად
საფლავის ყალბი დოკუმენტის დამზადებაში 4600 ლარის აღების ფაქტზე დაკავებულ შპს "ჰერმესის" თანამშრომელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე თბილისის მერიის შპს "ჰერმესის" მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ჰერმესის" სერვისების მართვის და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოსდა კონკრეტულ სასაფლაოზე ბაბუამისი იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც სამ ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4600 ლარი.

დღის ამბები