10 აგვისტო 2026,   01:04
ვრცლად
ახალი ხმები, ჟიურის მკაცრი შეფასებები და ოქროს ღილაკის მოლოდინი - "საქართველოს ხმის" ახალი ეპიზოდი "რუსთავი 2-ზე"

ჟანრობრივი თავისუფლება, ახალი სახეები და ჟიურის მკაცრი შეფასებები - "საქართველოს ხმა" მუსიკალურ აღმოჩენებს განაგრძობს და მაყურებელს მესამე დაძაბულ, საკონკურსო ეპიზოდს სთავაზობს. დღეს თითოეული მონაწილე შეეცდება ჟიურისა და მაყურებლის ყურადღება გამოსვლის პირველივე წუთიდან დაიმსახუროს.

12 ერთმანეთისგან განსხვავებული კონკურსანტი ოქროს ღილაკის მოლოდინშია.

როკი, ჯაზი, პოპი და საესტრადო - კონკურსი მუსიკალურ მრავალფეროვნებას ინარჩუნებს. ახალი ხმების აღმოჩენის მოლოდინშია ჟიურიც.

მათ ხელშია შოუს განსაკუთრებული ელემენტი - ოქროს ღილაკი, რომელიც კონკურსანტს საშუალებას აძლევს, შესარჩევი ეტაპიდან ავტომატურად საუკეთესო ათეულში მოხვდეს. ორი ოქროს ღილაკის მფლობელი პროექტს უკვე ჰყავს, მაყურებელი დღეს კიდევ ერთ მათგანს გაიცნობს.

კულისებსა და სცენას შორის ემოციურ ბალანსს წამყვანი უზრუნველყოფს. თიკა ფაცაციას თქმით, მესამე ეპიზოდი განსაკუთრებით დაძაბული იქნება, რადგან „საქართველოს ხმის“ სცენაზე უკვე არაერთი ნიჭიერი კონკურსანტი გამოჩნდა.

მეგა შოუ ოთხ შესარჩევ ეტაპსა და ექვს LIVE კონცერტს მოიცავს - გზა, რომელიც საბოლოოდ ერთის გამარჯვებით სრულდება, გრძელია.

დღეს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2-ის" ეთერში მაყურებელი "საქართველოს ხმის" ახალ ეპიზოდს იხილავს და რიგით მესამე ოქროს ღილაკის მფლობელს გაიცნობს.

დღის ამბები