06 აგვისტო 2026,   23:10
ვრცლად
არასრულწლოვანთა მხარდაჭერა, მათზე ზრუნვა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

ამ მიზნით შექმნილი კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. 19 გვერდიანი დოკუმენტის შინაარსი განათლების კომიტეტზე კანონმდებლებს რატი იონათამიშვილმა გააცნო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც გერმანული მოდელის ანალოგია, შეიქმნება მხარდაჭერის სახლი. სპეციალურ სივრცეში კი ის არასრულწლოვანები მოხვდებიან, რომლებმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან კი ფსიქოლოგებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული მულტი დისციპლინარული ჯგუფი იმუშავებს.

20 წუთიანი მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კანონპროექტის ავტორს შეკითხვები, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წევრებმაც დაუსვეს.

განათლების კომიტეტის შემდეგ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც განიხილა. თავმჯდომარის განცხადებით, სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედი მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება, მომავალში დანაშაულის პრევენციის გარანტი გახდება. არჩილ გორდულაძემ, კანონთან დაკავშირებით სპეკულაციებზეც ისაუბრა.

არასრულწლოვანთა მხარდაჭერა, მათზე ზრუნვა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია - გერმანული მოდელის ზუსტი ასლის საკომიტეტო განხილვა უკვე დაიწყო, კანონპროექტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილია.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები