ზუგდიდის რაიონ სოფელ ორულუში ხანძარს 92 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლს გაუჩნდა და ხანძრიდან მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.