რუსი ოკუპანტების იერიშს ხერსონზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მანქანაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას დრონი მოხვდა და აფეთქდა. დაშავდა ერთი პირი.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსულმა არმიამ კიდევ ორი სოფელი - დონეცკში პრომინი და ზაპოროჟიეში - ვისოკოე დაიკავა. ფრონტის ხაზზე აგრესორმა წინ წაიწია კიდევ რამდენიმე მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.