07 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან.

შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვიდეოში ასახული პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გუდაურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 15 კმ-ში, საავტომობილო გზიდან 300 მეტრში ნაპოვნია სასიგნალო პისტოლეტის გასროლილი ფუჭი ტყვიების მასრები და მასრების შესანახი მუყაოს კოლოფი.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრება, უწყებაში აცხადებენ, რომ, სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც აკუსტიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.

დღის ამბები