06 აგვისტო 2026,   23:04
ვრცლად
ევროპულ სასამართლოს დეტალურად ავუხსენით და მივაწოდეთ მტკიცებულებები, რომლებიც ირაკლი ფირცხალავა დანაშაულს ადასტურებდა და ეს ისეთი მტკიცებულებები იყო, რომ ევროპულმა სასამართლომ არც კი ჩათვალა საჭიროდ, საქმე არსებითად განეხილა - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს საქმის დეტალებს, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მუშაობს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარს აცხადებს მიიღოს საჩივრები საქმეებზე სახელწოდებით: "ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და ასევე, "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.

გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლომ, ასევე მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, მათ ევროპულ სასამართლოს დეტალურად აუხსნეს და წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც ირაკლი ფირცხალავა დანაშაულს ადასტურებდა და ეს ისეთი მტკიცებულებები იყო, რომ ევროპულმა სასამართლომ არც კი ჩათვალა საჭიროდ, საქმე არსებითად განეხილა.

"ერთ-ერთი მომჩივანი იყო ირაკლი ფირცხალავა - ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში მიეცა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, ასევე, საყურადღებოა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იგივე ირაკლი ფირცხალავამ, ორი წლის წინ კიდევ ერთი საქმე წააგო უკვე "კორტების ოპერაციასთან" დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში და ეს ორივე საქმე საყურადღებოა იმით, რომ ორივე შეეხებოდა ახალგაზრდა ბიჭების ჩაცხრილვას, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ, ევროპულ სასამართლოს დეტალურად ავუხსენით და მივაწოდეთ მტკიცებულებები, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ წარიმართა, გაჯერებული იყო უტყუარი მტკიცებულებებით, რომელიც მის დანაშაულს ადასტურებდა და ეს ისეთი მტკიცებულებები იყო, რომ ევროპულმა სასამართლომ არც კი ჩათვალა საჭიროდ საქმე არსებითად განეხილა", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები