05 აგვისტო 2026,   17:57
ვრცლად
"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში დასკვნითი კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 3 დეკემბერს, 18:00 საათზე "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ:პიანისტი თამარ ლიჩელი, პიანისტი დავით ალადაშვილი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი, მევიოლინე გიორგი ხაინდრავა, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი, სოპრანო მეგი ჩიხრაძე. საკონცერტო პროგრამა შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ასევე, გაიმართა ნაწარმოების კომპოზიტორ მაკა ვირსალაძის ნაწარმოების "ხორუმი საარის სტილში" პრემიერა.

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" 15 მაისს თბილისში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდა როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. გაიმართა ნაწარმოებების პრემიერებიც.

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.

დღის ამბები