06 აგვისტო 2026,   23:10
ვრცლად
პარლამენტმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის განხილვა დაიწყო - დეპუტატებმა განათლების მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

პარლამენტმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის განხილვა დაიწყო. დღეს დეპუტატებმა განათლების მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. განიხილეს განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები.

ახალი რეფორმა, 2026 წლიდან, ითვალისწინებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას, სწავლება კი 3+1+1-ის ფორმატზე გადადის. სერიოზული ცვლილებებია საშუალო განათლების მიმართულებითაც. მათ შორის არის 11-წლიანი სწავლება და, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური კლასების გახსნა მე-12 წლისთვის.

დღის ამბები