სცენაზე 2000-იანების მიჯნაზე დაწერილი, ვახტანგ კახიძის სიმფონიური ქმნილება "მილენიუმი" ჟღერს.
კომპოზიცია ერთ-ერთია, რომელიც საშობაოდ მსმენელს განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საშობაო საღამოსთვის ემზადებიან. მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს საგუნდო კაპელა წარდგება. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
სადღესასწაულო პროგრამა მრავალფეროვანია და ის არაერთ მუსიკალურ ეპოქას მოიცავს. სცენაზე ქართულ მუსიკასთან ერთად ბახის, ჰენდელის,მოცარტისა და გრუბერის გენიალური ნაწარმოებები გაჟღერდება.
წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოებები "ავე მარია", "მოდი ჩემთან უფალო" და "კირიე ელეისონ" შესრულდება. მსმენელის წინაშე ნინო ამირანაშვილი და ქეთევან ქართველიშვილი დანარჩენ სოლისტებთან ერთად წარდგებიან.
საშობაო კონცერტი 25 დეკემბერს გაიმართება. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში
კი, მზადება პარალელურად კიდევ ერთი საღამოსთვის მიმდინარეობს. "საახალწლო კონცერტი" 28 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ავტორი: ნინი ნაცვლიშილი