06 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
"გამოსაძიებელია, რამდენად ხდებოდა "ქოლ ცენტრებიდან" დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების, ამის შესახებ ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ" - დავით მათიკაშვილი

"გამოსაძიებელია, თუ რამდენად ხდებოდა "ქოლ ცენტრებიდან" დაფინანსება ამ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ტელევიზიების. ამის შესახებ გარკვეული ეჭვები, ასევე, ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ," - ეს განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

"საგამოძიებო ორგანოებს გამოსაძიებელი აქვთ ის მოცემულობა, რაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ მედიებსა და "ქოლ-ცენტრებთან" კავშირში არსებობს. ამის შესახებ გარკვეულწილად ისაუბრა კიდეც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, როდესაც იყო საუბარი ამ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. ლევან ხაბეიშვილის საუბარი და ის საგამოძიებო არსენალი, რომელიც ხელისუფლების და საგამოძიებო სტრუქტურების ხელშია, ბუნებრივია, გამოსაძიებელია, თუ რამდენად ხდებოდა "ქოლ-ცენტრებიდან" დაფინანსება ამ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ტელევიზიების. ამის შესახებ გარკვეული ეჭვები, ასევე, ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, - მათ შორის არის "ქოლ-ცენტრების" საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება.

"ნეიტრალურ საქართველოში" საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსზე "ქოლ-ცენტრებიდან" დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური "ქოლ-ცენტრები" ხელშეუხებელი თემა იყო.

დღის ამბები