06 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
"ჩემთვის ძალიან სასაცილოა, როდესაც ამ ტიპის ბრალდებებს ვისმენ" - გრიგოლ გეგელია ლევან ხაბეიშვილისა და გროგოლ ლილუაშვილის შესაძლო კავშირზე

პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, მათ შორის არის "ქოლ-ცენტრების" საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება.

"ნეიტრალურ საქართველოში" საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსზე "ქოლ-ცენტრებიდან" დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური "ქოლ-ცენტრები" ხელშეუხებელი თემა იყო.

საკითხზე კომენტარი "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.

"ჩემთვის ძალიან სასაცილოა, როდესაც ამ ტიპის ბრალდებებს ვისმენ - ვიღაცას რაღაც სიუჟეტის მასალას აწვდი. მე მივიჩნევ, რომ ყველა მათგანი უნდა გასამართლდეს კანიონის შესაბამისად," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები