10 აგვისტო 2026,   06:22
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.

დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფში" გაიმართა.

ფეხბურთის ფედერაციამ 2025 შეაჯამა და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, სპორტის მინისტრი და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მთავრობის მეთაურმა, საღამო კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა.

დღის ამბები