სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით "თბილისი არენაზე" "კარატე 1 - სერია A" მიმდინარეობს. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს.
ტურნირში 77 ქვეყნის ათას 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, ეროვნული ნაკრები კი 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.