14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
"საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.