19 ივნისი 2026,   08:50
ვრცლად
"ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან NATO-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია" - ბრიტანეთის პრემიერი

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან NATO-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

"გრენლანდიაზე ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლადიელებისა და დანიელების საქმეა.

ასევე ნათელი გავხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთლიანად NATO-თვის და ყველა მოკავშირემ ერთად მეტი უნდა გააკეთოს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ.

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან NATO-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ ვისაუბრებთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან," - განაცხადა სტარმერმა.

დღის ამბები