19 ივნისი 2026,   09:53
ვრცლად
უკვე ბოლომდე სამარცხვინოა "ნაციონალურ მოძრაობა", სავარაუდოდ, ნანუკა ჟორჟოლიანი გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე - ლევან მაჭავარიანი

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა სააკაშვილის თხოვნით პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზია.

პარტიის თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო არჩევას აფასებენ მმართველ გუნდშიც. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ენმ სამარცხვინო მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი შესაძლოა განიხილებოდეს აქტივისტად, მაგრამ არა პოლიტიკურ ფიგურად.

"უკვე ბოლომდე სამარცხვინოა "ნაციონალურ მოძრაობა". სავარაუდოდ, ნანუკა ჟორჟოლიანი გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე. როგორც რადიკალური აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ნამდვილად ქმედითუნარიანია, თუმცა მის პოლიტიკოსობაზე საუბარი ზედმეტია, მით უმეტეს, მის თავმჯდომარეობაზე", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები