ანსამბლი "სუხიშვილები" ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლზე იმყოფება. კარნეგი ჰოლში გამართულ ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რობერტ დე ნირო დაესწრო.
კონცერტის შემდეგ, რობერტ დე ნირომ მეუღლესთან ერთად, "სუხიშვილები" კულისებში მოინახულა და შთაბეჭდილებები პირადად გაუზიარა.