07 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე, ნიკა ბროლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირზე, 72 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში, ქართველი ნიკა ბროლაძე ეგვიპტელ მუსტაფა ჰუსეინ ფათჰი ალამელდინთან 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილი მოჭიდავეთა ნაკრები მე-5 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მე-4 ადგილი დაიკავეს.

დღის ამბები