ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიამ მოსწავლეების მიღება დაიწყო. რეგისტრაციის პროცესს კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო.
ვარლამ წიკლაურმა მოზარდებს, მათ მშობლებს და მწვრთნელებს აკადემიაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სრულად აფინანსებს.