"ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
"ეს არის ის რეგიონი, რომელიც, ერთგვარად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები უშუალო მეზობლებთან, - საუბარია თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე, - სამივე ქვეყანასთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი, სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობები. ამის შემდეგ იწყება უფრო ფართო რეგიონი და ეს აღმოსავლეთით არის ცენტრალური აზია და ცენტრალური აზიის ქვეყნები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.