წყალბურთში ეროვნულ ნაკრებს სპორტის მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა. მალტაზე ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის, გერმანიისა და სხვა ძლიერი მეტოქეების დამარცხებით ტურნირის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს. ამ გამარჯვებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. მსოფლიო თასის სუპერფინალი 22 ივლისს ავსტრალიაში აიღებს სტარტს.