თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფაგოთერაპიისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის თემაზე, ევროპული პოსტ-დიპლომური განათლების 3-დღიან კურსს მასპინძლობს.
კურსში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო მონაწილეები 26 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი.
ღონისძიება თსსუ-ში და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს.