ვაშინგტონი საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნას უერთდება - აშშ-ის დედაქალაქის მერის, მურიელ ბაუზერის ოფიციალური განკარგულებით, 26 მაისი "საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ" გამოცხადდა.
სპეციალურ დოკუმენტში მერია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სტრატეგიულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ხაზგასმულია ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობები, ეკონომიკური განვითარება და ქართული დიასპორის განსაკუთრებული წვლილი აშშ-ის კულტურულ მრავალფეროვნებაში.
“ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკა არის გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი დემოკრატიული ფასეულობების განვითარებით, დინამიკური ეკონომიკური ზრდითა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობით;
ვინაიდან, ჩვენი ქართულ-ამერიკული საზოგადოების მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და მთელი ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და
ვინაიდან, საქართველოს საელჩო თავისი არსებობითა და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით აძლიერებს კოლუმბიის ოლქს;
ვინაიდან, ჩვენი ფასეული ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს მოსახლეობასა და ქართულ დიასპორას საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნაში:
აქედან გამომდინარე, მე, ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მერი, ამით ვაცხადებ 2026 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაშინგტონში," - ვკითხულობთ განკარგულებაში.