10 ივლისი 2026,   10:34
ვრცლად
ფაქტია, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, საქართველოში შექმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მას დაექვემდებარება - გიორგი ვოლსკი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ექსპრეზიდენტი საქართველოში ახალი სტრუქტურის დაფუძნებასა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიაში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

"ფაქტია, რომ სააკაშვილი ახალი ორგანიზაციის დაფუძნებაზე საუბრობს. ფაქტია, რომ უკრაინის მოქალაქე ცდილობს, საქართველოში შექმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მას დაექვემდებარება და არ იქნება სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანების გაერთიანება, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. აფასებს ამ სიტუაციას და უნდა, შეინარჩუნოს ის ძალაუფლება, რომლითაც ის არის ცნობილი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები