"ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეული 2026-ის" ფარგლებში, რეგიონული კონფერენცია გაიმართა ბათუმში თემაზე - "პროფესიული აღიარებისა და განვითარების ეროვნული პლატფორმა".
კონფერენციის მიზანი იყო რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების გაძლიერება და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურისტულ და მაღალ დატვირთულ რეგიონებში.