პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაპუნა ლოცულაშვილს პირველადი დახმარება გაეწია და სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.
ექიმების თქმით პაციენტმა "ვივამედში" დარჩენაზე უარი განაცხადა, მისი მდგომარეობა ბინაში ყოფნისას გაუარესდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონროლდება და რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, თუკი მკურნალობის საჭიროება გამოიკვეთება, ყველა შესაბამისი სერვისი იქნება მიწოდებული.
"რაკი თავად აქვს სურვილი და განწყობა, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება. ბუნებრივია, რომ ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. თუმცა, ამ წუთას არ ჩანს, რომ რაიმე საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.