"Rustavi2-ის" ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა, - ინფორმაცია "Rustavi2-ს" სუს-მა დაუდასტურა.
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.