05 ივნისი 2026,   10:02
ვრცლად
"სხდომა საინტერესოდ წარიმართა, რადგან გენერალური პროკურორი შეეხო პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებას" - გენერალურმა პროკურორმა, საპროკურორო საბჭოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

დოკუმენტში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

წარდგენილი ანგარიშის შესახებ კომენტარი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გენერალურმა პროკურორმა, საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც აისახა საქმიანობის 2025 წელის ანგარიშში.

"სხდომა საინტერესოდ წარიმართა, რადგან გენერალური პროკურორი შეეხო პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებას. მან საბჭოს წევრებს მოგვაწოდა ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც აისახა 2025 წელის ანგარიშში, ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც სისტემამ გაატარა დაზარალებულთა უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პროკურატურა", - განაცხადა ლონდა ბიჭიკაშვილმა.

დღის ამბები