საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
დოკუმენტში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
გენერალური პროკურორის, საბჭოს წევრებისთვის წარდგენილი ანგარიში შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. რატი იონათამიშვილის განცხადებით, დოკუმენტი მნიშვნელოვანია, როგორც დაინტერესებული პირებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც სისხლის სამართალს სწავლობენ.
"ტენდენციები, რაც ამ დოკუმენტში მოცემული, საინტერესოა არა მხოლოდ დაინტერესებული პირებისთვის, არამედ სტუდენტებისთვის, ვინც სისხლის სამართლის პოლიტიკას სწავლობს. ძალიან ბევრი მონაცემი, სტატისტიკა, დიაგრამა მათთვის საინტერესო გამოსაყენებელი იქნება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.